ახალი ამბები

მიმტანის ვაკანსია, რომელსაც FB-რეაქცია მოჰყვა

30 მაისი, 2019 • 5266
მიმტანის ვაკანსია, რომელსაც FB-რეაქცია მოჰყვა

“ანაზღაურება თვეში 500 ლარი, დასვენება თვეში ერთხელ ნებისმიერი დღე”, – ამ პირობებით ინტერნეტში გამოქვეყნებული მიმტანის ვაკანსია ფეისბუკზე განხილვის საგნად იქცა. ქსელის მომხმარებლების ნაწილი ვაკანსიის პირობებმა აღაშფოთა.

ვაკანსია კაფე-ბარმა “ვანიამ” გამოაქვეყნა, რომელიც მთაწმინდაზე მდებარეობს.

“ნებისმიერი დღე” – როგორი სილაღეა”, – წერს ფეისბუკის მომხმარებელი სარკასტულად.

“კაფე ბარი ვ ა ნ ი ა ეძებს ქართველ მონასო! თუმცა მონას თვეში ერთ დღე დასვენებას არ აძლევდნენ, მეტი ჰქონდა”, – წერს მეორე მომხმარებელი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა კაფე-ბარს, სადაც ოფიციალური კომენტარი კონტაქტიდან რამდენიმე საათში გააკეთეს. ბარში ამბობენ, რომ შეეშალათ და სინამდვილეში დასვენებას მიმტანს კვირაში ერთ დღეს მისცემენ. თუმცა ამ დროისთვის (23:50) ვებგვერდზე პირობები განახლებული არაა და დასაქმებულს კვლავ თვეში ერთ დასვენებას სთავაზობენ. რაც შეეხება გრაფიკს, “ვანიას” მიმტანს დღეში 11 საათის მუშაობა მოუწევს, 12-დან – საღამოს 11 საათამდე.

შრომის კოდექსის მიხედვით:

დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

“ვანიას” შემთხვევაში კვირაში 66 საათი გამოდის, რაც შრომის კოდექსით დაწესებულ ნორმას ასევე სცდება. ამ საკითხზე ბარში კომენტარს აღარ აკეთებენ. მიმტანის ვაკანსია 22 ივნისსაა გამოცხადებული, თუმცა მიმტანი ჯერჯერობით ვერ აიყვანეს.


დასაქმებული ადამიანები საქართველოში შრომის ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ პრობლემად აუნაზღაურებელ დამატებით სამუშაოს და არასათანადო შრომით პირობებს ასახელებენ – ასეთია ნეტგაზეთისა და „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი, რომელშიც 1951-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვა – „როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები“ – „ბათუმელების“ ვებგვერდზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 13 პასუხიდან თითოეულ გამოკითხულს შეეძლო მოენიშნა ერთი ან რამდენიმე პასუხი.

ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა შემდეგმა პასუხებმა:

  1. არ მინაზღაურდება დამატებითი სამუშაო საათები – 19.84 % [387 ხმა] 
  2. ვასრულებ იმ სამუშაოს, რაც ხელშეკრულებით არ მევალება და ამისათვის დამატებით ანაზღაურებას არ ვიღებ – 

რაც შეეხება პასუხის სხვა ვარიანტებს, ხმები ასე გადანაწილდა:

  •  
  •   
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული.

მასალების გადაბეჭდვის წესი