ახალი ამბები

ველური ბუნების სააგენტოში კოლხური ხოხბის და კაკბის წიწილები გამოიჩეკა

30 მაისი, 2019 • 2140
ველური ბუნების სააგენტოში კოლხური ხოხბის და კაკბის წიწილები გამოიჩეკა

ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი სახეობის ფრინველების, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობის კაკბის წიწილები გამოიჩეკა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2016 წლიდან სააგენტოში ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

უწყების ცნობით, დღეისათვის სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი