ახალი ამბებირეკლამა

ინგლისური ენის დისტანციური სწავლების პედაგოგების საჩვენებელი გაკვეთილები მთისუბანსა და პანტნარში

30 მაისი, 2019 • 1178
ინგლისური ენის დისტანციური სწავლების პედაგოგების საჩვენებელი გაკვეთილები მთისუბანსა და პანტნარში

29 მაისს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სკოლას, მთისუბანსა და პანტნარში, ინგლისური ენის დისტანციური სწავლების მასწავლებლები ესტუმრნენ. ჩატარდა შემაჯამებელი და საჩვენებელი გაკვეთილები, რომელთაც სკოლის ადმინისტრაცია, ადგილობრივი პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

პროგრამაში ჩართული კონსულტანტ-მასწავლებლები საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში ასწავლიან სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით.

დღეისათვის პროგრამაში 185 სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული საქართველოს 10 რეგიონის 31 მუნიციპალიტეტის 103 სკოლაში.

პროგრამის ფარგლებში შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი ყოველწლიურად ინგლისური ენის მიმართულებით ფიქსირდება. შესაბამისად, პროგრამაში გაჩნდა დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენების საჭიროება.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლება საპილოტე რეჟიმში ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში: მთისუბანსა და პანტნარში ხორციელდება.

ინლისური ენის დისტანციური სწავლების პედაგოგები პროექტის ფარგლებში ჩართული კონსულტანტ-მასწავლებლები არიან. ისინი ყოველ გაკვეთილს წინასწარ გეგმავენ და დისტანციურად ატარებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და საინტერესო აქტივობების გამოყენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი