ახალი ამბები

ქუთაისის შემოვლითი გზა ბათუმისკენ მგზავრობას 30 წუთით შეამცირებს

18 ნოემბერი, 2014 • • 1159
ქუთაისის შემოვლითი გზა ბათუმისკენ მგზავრობას 30 წუთით შეამცირებს

ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიება 19 ნოემბერს გაიმართება. 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის 32-კილომეტრიანი შემოვლითი გზა  E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

 

32-კილომეტრიანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან  განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან  კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს  შეუერთდება.

 

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.

 

სამუშაოებზე 1000–მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი