ახალი ამბები

აშშ-ის სანქციები მილიარდობით მომხმარებელს დააზარალებს – ჰუავეი

29 მაისი, 2019 •
აშშ-ის სანქციები მილიარდობით მომხმარებელს დააზარალებს – ჰუავეი

ჩინური კომპანია ჰუავეის წარმომადგენლების თქმით, აშშ-ის მიერ მათზე სანქციების დაწესება და ე.წ. შავ სიაში ჩასმა მილიარდობით მომხმარებელს ავნებს. აღნიშნულ განცხადებას კომპანიის მთავარ იურისტზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. 

სონგ ლიუპინგმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ აშშ-ის მიერ ჰუავეის წინააღმდეგ გადადგმული მსგავსი ნაბიჯი ცუდ პრეცედენტს ქმნის და პირდაპირ ავნებს არა მხოლოდ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს, არამედ ამერიკულ კომპანიებსა და დასაქმებულებსაც.

“ამერიკელი პოლიტიკოსები იყენებენ მთელი ქვეყნის ძალას კერძო კომპანიის წინააღმდეგ”, – ამბობს სონგ ლიუპინგი და ამატებს, რომ სანქციები დაახლოებით 170 ქვეყნის 3 მილიარდამდე მოქალაქესა და 1 200 ამერიკულ კომპანიას დააზიანებს.

აშშ-მა ჰუავეი იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებსაც ლიცენზიის გარეშე სხვადასხვა ფირმებთან ვაჭრობა არ შეუძლიათ. სანქციები დაწესდა იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჰუავეის მუშაობას, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, საფრთხის შემცველად მიიჩნევს. თავად ჰუავეში კი ამ რისკებს უარყოფენ და განმარტავენ, რომ ისინი ჩინეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

აშშ-ის სანქციები გახდა იმის მიზეზიც, რომ კომპანია Google ჰუავეის არაერთ აპლიკაციაზე წვდომას უზღუდავს. თავრდაპირველად კომპანიაში ამბობდნენ, რომ სანქციები მათ ვერ ავნებდა და მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ. 

ვრცლად ამ თემაზე:

Google ჰუავეის აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავს – რა ეშველებათ ჰუავეის ტელეფონის მფლობელებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი