ახალი ამბები

Google ჰუავეის აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავს – რა ეშველებათ ჰუავეის ტელეფონის მფლობელებს?

20 მაისი, 2019 •
Google ჰუავეის აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავს – რა ეშველებათ ჰუავეის ტელეფონის მფლობელებს?

“შავი ორშაბათი” ჩინური წარმოების სმარტფონ Huawei-სთვის – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაწესებული სანქციების გამო კომპანია Google ჰუავეის არაერთ აპლიკაციაზე წვდომას უზღუდავს.

მაგალითად, ჰუავეის შემდეგი მოდელის სმარტფონებს არ ექნებათ ანდროიდის ოპერაციული სისტემის განახლების საშუალება, ასევე, ისინი ვერ გამოიყენებენ Youtube-ის, Google Map-ის, Gmail-სა და სხვა სერვისების აპლიკაციებს.

გარდა ამისა, ჰუავეის სმარტფონების მომხარებლები თავიანთ ტელეფონებში ვერ დააყენებენ ანდროიდის ახალ სისტემას, რომლის გამოშვებაც 2019 წელს იგეგმება. შეიძლება, მცირედი შვება ჰუავეის მომხარებლებისთვის იყოს ის, რომ ვინც ამჟამად ფლობს ჩინური წარმოების ამ სმარტფონს, კვლავაც შეეძლებათ Google-ის აპლიკაციების გამოყენება. თუმცა, თუ ჰუავეის შემდეგი მოდელის ტელეფონის ყიდვას დააპირებთ, მოგიწევთ დაფიქრება, გიღირთ თუ არა ისეთი სმარტფონის ყიდვა, რომელსაც წვდომა არ აქვს Google-ის მნიშვნელოვან სერვისებზე.

როგორც BBC-ის ტექნოლოგიური განყოფილების რედაქტორი ლეო კელიონი წერს, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს აკრძალვა მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ჩინურ კომპანიას, თუმცა, შესაძლოა, ამან ბიძგი მისცეს ახალი ოპერაციული სისტემის განვითარებას, რომელიც ჩინურ სმარტფონებში ანდროიდს ჩაანაცვლებს.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. კერძოდ, არსებობს ეჭვი, რომ ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

  • კომპანია HUAWEI-ს განცხადებით, Google-ს ქმედებებთან დაკავშირებით, განგაშის საფუძველი არ არსებობს და მათ მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ.

ვრცლად:

ჰუავეი: გუგლის ქმედებების მიუხედავად, ჩვენს მომხმარებლებს შიშის საფუძველი არ აქვთ

მასალების გადაბეჭდვის წესი