ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

29 მაისი, 2019 •
ლევან ვეფხვაძე ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძე დაინიშნა. ასოციაციის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
დღემდე ლევან ვეფხვაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ასოციაციის ცნობითვე, ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე სწავლობდა დიდ ბრიტანეთში სტრატკლაიდის ბიზნესსკოლაში გლობალური ენერგომენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.

ამ პოსტზე ლევან ვეფხვაძემ ირაკლი ასლანიშვილი შეცვალა, რომელმაც ბიზნესასოციაცია მიმდინარე წლის მაისში დატოვა. აპრილში საქართველოს ბიზნესასოციაციას  ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჩაუდგა სათავეში. ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა 2019 წლის 8 აპრილს დატოვა. გავრცელებულ განცხადებაში პოსტის დატოვების მიზეზებზე ჭირაქაძე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “ასოციაციის პოზიციით პროაქტიულად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო” და წევრთა რაოდენობა “ისტორიულ მაქსიმუმზეა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი