ახალი ამბები

სეტყვისა და წვიმის გამო მოძრაობა გლდანი-დიღმის მიმართულებით შეზღუდულია – შსს

28 მაისი, 2019 •
სეტყვისა და წვიმის გამო მოძრაობა გლდანი-დიღმის მიმართულებით შეზღუდულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ დღეს, 28 მაისს, სეტყვის გამო თბილისის მასშტაბით, სულ მცირე, 80 შეტყობინება შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გლდანში, გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე.

უწყებაში განმარტავენ, რომ ძირითადად დაზარალდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის მიმდებარე ტერიტორია. მათივე თქმით, შეტყობინებები კვლავ შემოდის და მათი უმეტესობა შენობების სარდაფების, მისიქვეშა გადასასვლელებისა და მეტროს სადგურების დატბორვას ეხება. ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებები და საგზაო მოძრაობის წესები.

მასალების გადაბეჭდვის წესი