ახალი ამბები

ბოკერია: ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ აგრესიას და აზერბაიჯანს, ქვეყანას მტრობს

28 მაისი, 2019 •
ბოკერია: ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ აგრესიას და აზერბაიჯანს, ქვეყანას მტრობს

“ევროპული საქართველოს” დეპუტატის, გიგა ბოკერიას თქმით, ყველა, ვინც რუსულ ოკუპაციას და აზერბაიჯანს ერთ კონტექსტში მოიხსენიებს, საქართველოს მტრობს:

“ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზერბაიჯანის შიგნით იმ ძალებს, ან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები საქართველოს სააწინააღმდეგოდ, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ დაინახო”, – ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებასთნ უთანხმოების მიუხედავად, ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს:

“ყველასთვის ცნობილია ჩემი პერსონალური და „ევროპული საქართველოს“ ძალიან კრიტიკული, რბილად რომ ვთქვათ, პოზიცია „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გუნდის, თქვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტის, თქვენი უნარის, უფრო სწორად, უუნარობის მიმართ, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოთ, ან მეგობარ ქვეყნებთან გქონდეთ საქმიანი ურთიერთობა

მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დღეს ცდილობს გაამწვავოს ვითარება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. იმათ მიმართ, ვინც ცდილობს შუღლი დათესოს ჩვენი ქვეყნის შიგნით, იმათ მიმართ, ვინც პატრიოტების საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს.

აქ არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს გამიზნულად, აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ მივმართო – მთავრობის მიმართ საფუძვლიანი უნდობლობა, კრიტიკულობა მთავრობის მიმართ, საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენ ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზაიანის მიყენება – ორი სხვადასხვა რამაა და მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანად ვერასატან მთავრობას, ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ამიტომ ქვეყანას არ შეიძლება ზიანი მიაყენო”, – ამბობს დეპუტატი.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი