ახალი ამბები

საგანელიძის განმარტება საპარტნიორო ფონდის 481-მლიონიან ზარალზე

27 მაისი, 2019 • 1423
საგანელიძის განმარტება საპარტნიორო ფონდის 481-მლიონიან ზარალზე

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ ფონდი სახელმწიფო კომპანიების მართვაში საერთოდ არ მონაწილეობს და მათგან მხოლოდ დივიდენდს იღებს.

საუბარია საქართველოს რკინიგზაზე, ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე, სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორზე.

საგანელიძე განმარტავს, რომ საპარტნიორო ფონდის, ისევე როგორც ამ სახელმწიფო კომპანიების აუდიტს KPMG ახორციელებს და კონსოლიდირებული ბალანსით საპარტნიორო ფონდმა 2017 წელი 481 მლნ ლარი ზარალით დაასრულა. საგანელიძის თქმითვე, ეს ბოლო ანგარიშია.

“ამ კონსოლიდირებული ანგარიშიდან თუ ამოვიღებთ სახელმწიფო ელექტროსისტემისა და რკინიგზის ზარალს, რომლებსაც  არ ვმართავთ და მათი მუშაობა ჩვენზე დამოკიდებული არ არის, საპარტნიორო ფონდმა 192.6 მლნ ლარის მოგება მიიღო. ვიმეორებ, 2017 წელი ბოლო მონაცემია და 2018 წლის ბალანსი ჯერ არ გავქვს. 2018 წლის მონაცემების სამუშაო ვერსია გვაქვს და ის უკვე გადაეცა აუდიტორულ კომპანიას. შემიძლია გითხართ, რომ მონაცემები ისევ ძალიან კარგია. თუ უშუალოდ საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს და იქიდან მიღებულ შემოსავლებს განვიხილავთ, აქ მოგება 18 მლნ ლარს აჭარბებს”,-აცხადებს საგანელიძე.

დავით საგანელიძის თქმითვე, ფონდის შვილობილი, ისეთი ობიექტები როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა, რომლებსაც „საპარტნიორო ფონდი“ არ მართავს, ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს. როგორც ის ამბობს ფონდის რეფორმირების პროექტი უკვე შეტანილია მთავრობაში განსახილველად.

დღეს, 27 მაისს, პარლამენტში დრგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორს დავით საგანელიძეს უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი