გამოცემის თანახმად, შეთანხმებას ხელი მოაწერა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუტბამ და კომპანია “აეროპორტ დეველოპმენტის” გენერალურმა დირექტორმა ვლადლენ ვოლოშინმა.
ოფიციალური ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში რუსეთის მხარემ უნდა მოამზადოს შეთანხმების პროექტი, რის შემდეგაც მის საბოლოო ვარიანტს ხელს მოაწერენ.
“ეს სტრუქტურა სახელმწიფო სტრუქტურად რჩება, რეკონსტრუქციის სამუშაოები და აღჭურვილობის შეძენა საინვესტიციო ფულით განხორციელდება, თუმცა ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება,”– განაცხადა ბუტბამ.
|
||