საქართველოს მოქალაქე ეტიბარ ელჩიევი, “მაგნიტო” – მეტალის 53 კოვზს იწებებს სხეულზე ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე და გინესის რეკორდსმენი ხდება.

პოლონეთში ოსკოვოს სოფელში გიგანტური ხის ტროას ცხენი ააგეს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც “ტროას ყველაზე დიდი ცხენი მსოფლიოში”. 15 მეტრის სიმაღლის და 15 მეტრი სიგრძის ქანდაკება დაახლოებით 50 კუბური მეტრი ნაძვისგან დაამზადეს.

ჰოლანდიელი მარიკე შჩერლინკი თავისი 67 მეტრიანი შარფის ფონზე პოზირების ფრედი მერკურის ქანდაკების წინ შვეიცარიაში. ჰოლანდიელმა მეწარმემ ეს შარფი ფრედი მერკურის მიუძღვნა და ამტკიცებს, რომ “ფრედი მერკურისთვის გამიზნულ კაშნებს შორის ყველაზე გრძელი შარფი შექმნა”, ეს ფაქტი გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა უნდა გადაამოწმონ.

კადრში ხედავთ მხედრებს ფრიზული ცხენებით. დაახლოებით 400-მდე მხედარი შეიკრიბა ჰოლანდიაში, რათა მოხსნან რეკორდი ფრიზული ცხენებით კოლექტიური გადაადგილების თვალსაზრისით.

852 ტაილანდელი ბავშვი გაერთიანდა ბანგკოკში, რათა შექმნა “ცოცხალი ნაძვის ხე” და ამ კუთხით გინესის რეკორდების წიგნში დაიმკვიდრონ ადგილი.

ნიუ იორკში ბავშვები უყურებენ რეკორდსმენ “თაფლაკვერის სოფელს, რომელიც მზარეულმა ჯონ ლოვიჩმა შექმნა.

აკრობატი ჯო ტოდტლინგი ავსტრიაში მსოფლიო რეკორდს ამყარებს “მთლიანი სხეულის ყველაზე ხანგრძლივი წვის ნომინაციაში”, თან ამას ჟანგბადის მიწოდების გარშე აკეთებს. აკრობატმა ცეცხლომკიდებულმა 5:41:40 წუთი გაძლო.

სურათზე ნაჩვენებია საშობაო ნათურების გინესის რეკორდი, რომელიც ავსტრალიაში, კერძოდ კანბერაში დაფიქსირდა. დევიდ რიჩარდსმა 500 ათასზე მეტი ნათურა აანთო საქველმოქმედო მიზნებისთვის. იგი ფულს საქველმოქმედო ფონდისთვის აგროვებდა და პარალელურად რეკორდიც დაამყარა.

5 იანვარი პოლონეთი, ბალტიის ზღვის სანაპირო. დაახლოებით 1300 ადამიანი შევიდა საცურაოდ გაყინულ წყალში, რაც ახალი რეკორდის საფუძველი გახდა.

მსოფლიოს უდიდესი საქანელა-ცხენი ტაივანში. იგი 4 ხელოსანმა ააშენა 5 თვეში, ცხენის წლის საპატივსაცემო, რომელიც ჩინური კალენდრის მიხედვით, 2014 წელს დადგა. ცხენი სიმაღლესში 6,4 მეტრია, ხოლო სიგანეში 8,3 მეტრი.

29 040 ადამიანი შეიკრიბა პაკისტანში, სტადიონზე, რათა ადამიანების მიერ ფორმირებული მსოფლიოს უდიდესი ეროვნული დროშა დაეფიქსირებინათ. პაკისტანელ ენთუზიზსტებს შრომა დაუფასდათ და ისინი გინესის წიგნში მოხვდნენ.

ჰოლანდიაში 150 ქალი ცდილობს, რომ ერთ სიმღერაზე სიმეტრიულად ცეკვის თვალსაზრისით გინესის რეკორდი მოხსნას.

ქალის უდიდესი სიმბოლო, რომელიც ფილიპინელებმა განასახიერეს 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მანილაში. რეკორდულ ღონისძიებაში 10 000 ადამიანი მონაწილეობდა.

კედლის ფერწერის რეკორდული ნიმუში დამასკოში. გინესის წიგნის მიხედვით, მოხატული კედელი 720 კვადრატულ მეტრზე გრძელდება. ნამუშევრის ავტორია მოაფალ მახული და მის გუნდი. სირიელმა ხელოვანმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შექმნის მიზანი მისი ხალხისთვის ფერების და ბედნიერების დაბრუნებაა.

7344 გიტარისტი შეიკრიბა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში იმისათვის, რომ ჯიმ ჰენდრიქსის ჰიტი: “ჰეი ჯო” დაუკრას.

2001-მა ადამიანმა ნეპალში, ბუნების დაცვის დღეს დაამყარა რეკორდი, რომელიც ხესთან ჩახუტებაში გამოიხატება. 2001 ადამიანი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ჩაეხუტა ხეს გარემოს დაცვის მესიჯითა და მსოფლიო რეკორდის დამყარების მიზნით.

თქვენ წინაშე მსოფლიოს ყველაზე დიდი, 24-სართულიანი ვერტიკალური ბაღი სინგაპურში.

ეს ადამიანი არის გერმანელი ანდრეას სკალა, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის ქუდების უმდიდრეს კოლექციას ფლობს.

მეტიუ ლი გატმილერი 19 წლის ამერიკელი რეკორდსმენი სამხრეთ დაკოტიდან, რომელმაც რეკორდულ ასაკში შეძლო და გახდა პილოტი.

130-მა ელექტრო-მობილმა მოიყარა ტავი კოპენჰაგეში “მწვანე ტრანსპორტის” რეკლამირების მიზნით, თუმცა პარალელურად რეკორდიც დამყარდა, რადგან ელექტრო-მობილების ასეთი მასშტაბური მარში სხვაგან არ დაფიქსირებულა.

ჩინეთის პოლიციის ოფიცერი მსოფლიო რეკორდს ამყარებს. მან ამ პოზაში 4 საათი და 26 წუთი გაძლო.

მექსიკელი აშერ სილვა ვარგასი გინესის რეკოორდსმენი ჰარი პოტერის თავგადასავლების სიყვარულის გამო გახდა. როგორც გაირკვა 37 წლის მექსიკელი ჰარი პოტერთან დაკავშირებული ნივთების ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს. მას როულინგის პერსონაჟებთან დაკავშირებული 3097 ნივთი აქვს სახლში.

ფილიპინელები ზუმბას მოცეკვავეთა რაოდენობის თვალსაზრისით ინდოეთში დაფიქსირებული რეკორდის მოხსნს ცდილობენ. 2012 წელს ზუმბას ცეკვა ერთდროულად 6671-მა ადამიანმა განახორციელა.

ლუდის გერმანელი მოყვარული ხსნის ერთლიტრიანი ლუდის კათხების ტარების რეკორდს აბენსბერგში. მან 40 მეტრის მანძილზე 27 კათხის ტრანსპორტირება შეძლო ხელით, თუმცა სამწუხაროდ ღონისძიებას გინესის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ და მას რეკორდი არ ჩაეთვალა.

მკვდარი ზღვის სანაპიროს სასტურმოების თანამშრომლები ცდილობენ დაამაყრონ რეკორდი მშვიდობის სიმბოლოს მცურავი ადამაინებით ფორმირების თვალსაზრისით.
