ზურაბიშვილი ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეკონომისტ გიტანას ნაუსედას ულოცავს ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„საქართველო და ლიეტუვა ძლიერი პარტნრიორები არიან და მე მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას, რათა უფრო განვავითაროთ უკვე ძლიერი კავშირები ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, — დაწერა ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

26 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მისმა ოპონენტმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ინგრიდა სიმონაიტემ, დამარცხება აღიარა. 55 წლის ნაუსედამ ხმების 70% მიიღო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com