ახალი ამბები

პოლარიზაციის ფონზე ძალადობა კიდევ უფრო დაუშვებელია – ზურაბიშვილი სანაიაზე

25 თებერვალი, 2021 • 570
პოლარიზაციის ფონზე ძალადობა კიდევ უფრო დაუშვებელია – ზურაბიშვილი სანაიაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და სამართალდამცავებს ფაქტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა. ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს“, – დაწერა ზურაბიშვილმა ფეისბუკზე.

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, – განაცხადა მან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 24-25 თებერვლის მიჯნაზე, გვიან ღამით დაესხნენ.

როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი.

ჟურნალისტის თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში.

მეუღლის, თამუნა ყურაშვილის ცნობით, ჟურნალისტ ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

სანაია თავდასხმას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავაშირებს.

მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

სანაიაზე თავდასხმას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, ეს და მსგავსი ფაქტები სრულად გამოიძიონ.

ჟურნალისტებზე თავდასხმებთან შეგუება დაუშვებელია – აშშ-ის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი