დღეს, 24 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირები, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 პირი შეიწყალა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 მსჯავრდებული პირი დღესვე დატოვებს საპატიმროს.
“პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან,”-წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.