ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

24 მაისი, 2019 •
გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

მიქაუტაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 10-წლიანი ვადით არის განწესებული და ეს ვადა 2 წელიწადში ეწურება, უვადოდ გადანიშვნის მიზნით, ამავე სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიიღო მონაწილეობა.

“მე მაქვს სურვილი და უფლებაც, უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი