ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

22 ოქტომბერი, 2020 •
გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზი მისი არჩევაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ.

“ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსმასახურში განუცხადეს, რომ მიქაუტაძე ახალ თანამდებობაზე პლენუმმა 22 ოქტომბერს აირჩია. უწყების თქმით, ვინაიდან ეს ორი პოზიცია ერთმანეთთან შეუთავსებელია, გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას დატოვებს.

მიქაუტაძე მდივნის პოზიციას 2017 წლის ივნისიდან იკავებდა.

საბჭოს ახალ მდივანს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ, რომელიც მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ მოსამართლე წევრსა და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ერთ წევრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი