ახალი ამბები

პრეზიდენტი: უშიშროების საბჭომ რეგულარულად უნდა განიხილოს ნატოსთან თანამშრომლობის პროცესი

14 ნოემბერი, 2014 • • 906
პრეზიდენტი: უშიშროების საბჭომ რეგულარულად უნდა განიხილოს ნატოსთან თანამშრომლობის პროცესი

“მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ევროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში სხვა საკითხებთან ერთად რეგულარულად მოხდეს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა. რადგანაც პაკეტის წარმატებით განხირციელება გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თავსებადობას ნატოსთან და და დააჩქარებს ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პროცესს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, მას შემდეგ დაითხოვა, რაც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

 

ამ მოვლენების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მისი სიტყვა შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობას. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან მოოითხოვა მთავრობის სხდომაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი