ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა უსინათლოთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

13 ნოემბერი, 2014 • 3338
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა უსინათლოთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზადაა მომავალი წლიდან უსინათლოთა კავშირთან ერთად განახორციელოს ის პროექტები, რომლებიც ორგანიზაციის ინტერსებს შეესაბამება.

 

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, მისთვის საინტერესო იყო ის ინფორმაციაც, რომელიც უსინათლოთა კავშირის ბაზას უკავშირდება და აღწერილია ამ ადამიანთა უნარები და დასაქმების შესაძლებლობები.

 

“ასეთი ბაზით დავინტერესდებით ადმინისტრაციაშიც. თუკი არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიები, რომლებიც თანხვედრაშია თქვენი ბაზის ადამიანთა უნარებთან ან მათ სამუშაო ინტერესებთან, შეგვიძლია დავიწყოთ კონკრეტული თანამშრომლობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება აუცილებლად დაკავშირებული უსინათლოთა კავშირთან ან ამ პრობლემატიკასთან, შესაძლოა, ეს იყოს სრულიად სხვა თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

“ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და პირადად მე ძალას არ დავიშურებ. ბევრი რამ მათზე არ ვიცი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ჩავერთვები და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 

უსინათლოთა საერთაშორისო დღე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 1984 წლის 13 ნოემბრიდან  აღინიშნება და უკავშირდება ცნობილი ფრანგი პედაგოგის ვალენტინ ჰაუის დაბადების დღეს. მე-18 საუკუნემდე მსოფლიოში უსინათლოთათვის სასწავლო დაწესებულებები არ არსებობდა და ვალენტინ ჰაუიმ დაარსა სკოლა ბავშვებისთვის, სადაც მის მიერვე გამოგონილი სპეციალური შრიფტით ასწავლიდა. 

 

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 13.11.2013   ფოტო პრეზიდენტის Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 13.11.2013 ფოტო პრეზიდენტის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი