ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს ოპერირებას

23 მაისი, 2019 • 1325
ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს ოპერირებას

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 4 ივნისიდან  პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800-ით შესრულდება.

“SkyUp Airlines-მა ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა. იმისათვის, რომ SkyUp Airlines- ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის საიტზე ბილეთის ყიდვისასაა შესაძლებელი,” – წერია განცხადებაში.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი