მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო კახაძის თქმით, ზოგჯერ მის თამადობას იწუნებენ. მისი თქმით, ძირითადად ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც მის სუფრას არც კი დასწრებიან.
“იმ ადამიანებმა დამიწუნეს თამადობა, რომლებიც ჩემს სუფრაზე არ ყოფილან არასდროს და ვერც მოხვდებოდნენ .. სამწუხაროდ, მე ვერ ვაკმაყოფილებ მათ დონეს და დაბალი დონის თამადობას ვერ ესწრებიან”, – ამბობს ლადო კახაძე.
“ქართული ოცნების” კანდიდატმა თამადობაზე “ტვ პირველის ეთერში“ ისაუბრა, სადაც მისი თამადობის ხარისხით დაინტერესდნენ.
გარდა ამისა, ლადო კახაძე “ტვ პირველს“ დაჰპირდა, რომ საიუბილეო თარიღებზე ტელევიზიაში მივიდოდა და რამდენიმე სადღეგრძელოსაც იტყოდა, თუმცა არ ითამადებდა.
“თქვენი ტელეკომპანია, რომელიც წარმატებულად ღვაწლობს, მის საიუბილეო თარიღებზე მოვალ და სადღეგრძელოს გეტყვით, ამას არავითარ შემთხვევაში არ დაგამდლით“,- ამბობს კახაძე.