9 წლის დაჩი შს მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის გამოსახვას სთხოვს. როგორც დაჩი გიორგი გახარიასთვის მიწერილ წეილში განმარტავს, შეამჩნია, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული, რაც მისი აზრით, ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა:
“შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნევი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშანზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ”, – სწერს დაჩი გიორგი გახარიას.
როგორც ნეტგაზეთს ბავშვის დედამ უთხრა, მინისტრმა ბავშვს უპასუხა და ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, შეხვედრა დაუთქვა.
ამავე თემაზე
ბავშვს, რომელიც საგზაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს, გახარია შეხვდა