ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში აქციები დასრულდა – დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ

22 მაისი, 2019 •
სოხუმში აქციები დასრულდა – დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს – არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია 21 ივლისის ნაცვლად 23 ნოემბერს მოითხოვდა. საბოლოოდ, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და არჩევნები 25 აგვისტოს დანიშნა. ამასთან, ოპოზიციის კანდიდატს, ასლან ბჟანიას აღარ მოსთხოვენ არც არჩევნებში მონაწილეობისთვის ოფიციალური რეგისტრაციის გავლას და არც აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარებას.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობს.

ასეევე, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი