ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზები საპრეზიდენტო კანდიდატის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე საუბრობენ

17 მაისი, 2019 •
აფხაზები საპრეზიდენტო კანდიდატის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე საუბრობენ

მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატთან, ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიასთან  დაკავშირებით დღეს, 16 მაისს, განცხადება გაავრცელა აფხაზეთში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებრივმა წრემ, რომელსაც რამდენიმე ათეული მოქალაქე აწერს ხელს. განცხადებაში, სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად, ნათქვამია, რომ ბჟანიასა და მისი დაცვის წევრების შესაძლო მოწამვლის ფაქტზე სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სისხლის სამართლის გამოძიება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის სხდომაზე ექსპერტიზის შედეგები იყო გაცხადებული, რომლებიც ბჟანიას მოწამვლის ფაქტს ადასტურებს. შესაბამისად, განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ოპოზიციის ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის “მოშორება” სურთ.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების ზღვარზეა, ყველა ეს გარემოება საზოგადოებაში დაძაბულ ფონს ქმნის და თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს საფრთხის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, ნებისმიერ ეჭვს შეუძლია არჩეული ხელისუფლების ლიგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. სწორედ ამიტომ, სიტუაციის მაქსიმალურად ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე, მისი შედეგების გასაჯაროება არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, რაც ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს”, – წერია განცხადებაში.

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი