ახალი ამბები

IDFI: იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 111 009 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

12 ნოემბერი, 2014 • 1144
IDFI: იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 111 009 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

IDFI-ს სტატიიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია 2013 წელს გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების, მათ მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯისა და მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია თავად გუბერნატორის ადმინისტრაციებმა მიაწოდეს.

 

ორგანიზაციის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს პრემიის სახით გაიცა 103 945 ლარი. ასევე, ადმინისტრაციამ 2–ჯერ ჩაანაცვლა ავტომობილები:

 

“11 000 აშშ დოლარად შეფასებული „ტოიოტა ქამრი“ ჩანაცვლდა ახალი, 2011 წელს გამოშვებული და 31 900 ლარად შეფასებული იმავე მარკის ავტომანქანით, ხოლო 20 500 აშშ დოლარად შეფასებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ ჩანაცვლდა 2011 წელს გამოშვებული, იმავე მარკის 42 100 აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანით”

 

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში  პრემიის სახით გაიცა 61 884 ლარი, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე – 42 180 ლარი, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებზე – 19 704 ლარი მოდიოდა.

 

2013 წელს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა 38 432 ლარი პრემია. ასევე,  36 445 ლარი შეადგინა ადმინისტრაციის მიერ გაცემულმა სახელფასო დანამატმა, საიდანაც  ყველაზე დიდი თანხა – 26 200 ლარი სახელფასო დანამატის სახით გაიცა მაშინდელი გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სახელზე.

 

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს 54 970 ლარი პრემია გაიცა გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე  8 333 ლარი პრემია. ხოლო თანამშრომლებზე – 46 637 ლარი.

რაც შეეხება ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას, 2013 წელს აქ პრემიის სახით 95 550 ლარი გაიცა; გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი – 69 370 ლარი პრემია. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გაცემული პრემიის ოდენობა 51 448.95 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი