შსს–ს ცნობით, 11 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ლევან კოჭლაშვილი დააკავეს.
შსს–ს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. პოლიციის ცნობით, კოჭლაშვილმა 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ბერიანს, რომელიც მისი ნაცნობი იყო.
პოლიციის ცნობით, ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა საბი ბერიანმა რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა.
გამოძიების ცნობით, ლევან კოჭლაშვილმა დააშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბერიანის დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავე, მკვლელობის იარაღი – დანა ნივმთკიცებად ამოიღო, ხოლო დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს.