ახალი ამბებირეკლამა

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

21 მაისი, 2019 • 844
გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში.

გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან  თანხის გადარიცხვა, მარტივად არის  შესაძლებელი, ამისთვის მიმღების ტელეფონის  ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს.

რაც უფრო მეტჯერ გადარიცხავთ თანხას მით უფრო მეტია საგზურის მოგების შანსი. ყოველი გადარიცხვისას გროვდება ერთი ქულა, თანხის მიმღების მიერ ჩატარებულ ყოველ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება თითო ბონუს ქულა. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს.

ქულების დაგროვება შესაძლებელია 26 მაისის ჩათვლით, გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 3 ივნისისა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი