ახალი ამბები

სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი – კობახიძე NDI-ის კვლევაზე

21 მაისი, 2019 • 1126
სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი – კობახიძე NDI-ის კვლევაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს აცდენილია.

“ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს. ამას რა მიზეზი აქვს, მე არ ვიცი, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ მთავარი სოციოლოგიური კვლევის – არჩვენების თანახმად, “ქართულ ოცნებას” აქვს 61%-იანი მხარდაჭერა. რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, სააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი. ეს ძალიან კარგად იხილეთ თქვენ ამ არჩევნებში”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგებით სწორედ მიხეილ სააკაშვილს გაეცა მკაფიო პასუხი.

“მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას და დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა – 43% არ იყო ამ კუთხით გასაკვირი. ვხედავთ, რომ რღვევის პირასაა ეს პარტია და მათთვის ის 43%-იც შეიძლება საოცნებო გახდეს, რაც ზუგდიდში მიიღეს”, – დასძინა კობახიძემ.

NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებისადმი დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართ უარყოფითი (32%) და დადებითი (31%) დამოკიდებულების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი