ახალი ამბები

სასამართლოს რეიტინგი 2012 წლიდან მოყოლებული რეკორდულად დაბალია – NDI

21 მაისი, 2019 •
სასამართლოს რეიტინგი 2012 წლიდან მოყოლებული რეკორდულად დაბალია – NDI

NDI-ის კვლევების მიხედვით, სასამართლოს საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 12% აფასებს კარგად. 2018 წელთან შედარებით, 2%-ით შემცირებულია იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც საერთო სასამართლოების საქმიანობას დადებითად აფასებენ.

NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული 2019 წლის აპრილში ყველაზე მაღალია იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლო ცუდად საქმიანობს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი