ახალი ამბები

შსს იოსებიძის ქუჩაზე გოგონას წამებას არ ადასტურებს

11 ნოემბერი, 2014 • 1137
შსს იოსებიძის ქუჩაზე გოგონას წამებას არ ადასტურებს

“ყაჩაღობა არ მომხდარა, ძარცვა მოხდა და წამებას, გაზის გაშვებას და მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს–ში.

 

ოჯახის მეზობელი, როემლიც ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა ჩაწერა, ამბობს, რომ სახლიდან გოგონას ყვირილის ხმა ისმოდა და მისი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირი იყო გაშვებული:

“ყვირილი ისმოდა ბავშვის. სახელი ისმოდა, ძმის სახელი. რა მოხდა, რა ამბავი იყო, რისი გულისთვის მოხდა გაქურდვა, ვერ გეტყვით. გოგონა იყო მარტო, 20 წლის გოგო. მეც გავიგე, რომ გაზი იყო გაშვებული,”– განაცხადა ნონა მაღლაკელიძემ.

შსს–ში ძარცვის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი