ახალი ამბები

უმეტესობას ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის არ სჯერა – კვლევა

20 მაისი, 2019 • 995
უმეტესობას ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის არ სჯერა – კვლევა

NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უმეტესობას არ სჯერა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თაობაზე გავრცელებული დეიზინფორმაციული მესიჯის, რომლის მიხედვითაც, ეს ლაბორატორია ეპიდემიების გავრცელებას უყწობს ხელს.

სამაგიეროდ, კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს. უმეტესობას ასევე სჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარს რუსეთის ბაზარი სჯობია.

NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

ამავე თემაზე

ედებატე კრემლის პროპაგანდისტ ტროლს – ტესტი

ქართული საექსპორტო პროდუქცია ევროპაში უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე რუსეთში – ინფოგრაფიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი