ახალი ამბები

39% სსრკ-ის დაშლას საქართველოსთვის ცუდ მოვლენად მიიჩნევს – კვლევა

20 მაისი, 2019 •
39% სსრკ-ის დაშლას საქართველოსთვის ცუდ მოვლენად მიიჩნევს – კვლევა

NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 39% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

50 პროცენტის მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 11%-ს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

2018 წლის მარტთან შედარებით 3 პროცენტითაა შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც მიიჩენვს, რომ სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის კარგი იყო.

NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი