ახალი ამბები

„ანტიკონსტიტუციური განცხადება“ — ზურაბიშვილი სააკაშვილს FB-ზე ინგლისურად ეხმაურება

19 მაისი, 2019 •
„ანტიკონსტიტუციური განცხადება“ — ზურაბიშვილი სააკაშვილს FB-ზე ინგლისურად ეხმაურება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და მას ანტიკონსტიტუციურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

ზურაბიშვილმა სააკაშვილის ასეთი ციტატა მოიყვანა: „დიახ, ვაპირებთ შეტევას … მეტი საქმე არ მაქვს, ველოდო არჩევნების დამკვირვებლების დასკვნებს“. სააკაშვილმა მომხრეებს ბრძოლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ არ დაელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილმა პირად ფეისბუკზე ინგლისურ ენაზე დაწერა: „იმის მიუხედავად, რომ ჩემი აპარტიული სტატუსიდან გამომდინარე, აქამდე თავს ვიკავებდი ნებისმიერი კომენტარისგან თუ ჩარევისგან საარჩევნო პროცესში, ასეთი, სრულიად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გაოგნება და სრული მიუღებლობა გამოვხატო. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ექსპრეზიდენტს, იმის მიუხედავად, იმყოფება ქვეყანაში თუ არა, უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს თუ არა. უწესრიგობისკენ და არეულობისკენ მოწოდება არის თავდასხმა სახელმწიფოზე, — დანაშაული, როდესაც შენი ტერიტორია ოკუპირებულია“.

ოცნება ოპოზიციას დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

მეტი საქმე არ მაქვს, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს ველოდო 6 თვე – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი