ახალი ამბები

პარტია “ლელოს” ცნობით, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს

18 ივლისი, 2021 • 2678
პარტია “ლელოს” ცნობით, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს

პარტია ლელოს წევრი ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიციამ დააკავა პარტიის ორი წევრი – გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი, რომლებიც პარლამენტში საშვით შესვლას ცდილობდნენ.

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გეგელია და დათუნაშვილი პარლამენტის თანამშრომლები არიან.

პარტიის კიდევ ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებენ გრიგოლ გეგელიას.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ორივე პიროვნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყვნენ დაკავებულნი, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ხელწერილის საფუძველზე განთავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი