საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მომხრეებს ბრძოლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ის არ დაელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
“არაფერი არ დაუთმოთ არავის და თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება, ეს არ არის გასული წლის ნოემბერი. ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმედზე ყოფნას. მეტი საქმე არ მაქვს, კიდევ 6 თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას. ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და ისე იმოქმედებს. მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად. ახლა გაუშვით ეს ჩანაწერი თქვენს ბანძ არხებზე. ხალხს ვეუბნები იმას, რასაც ვამბობ ყველასთვის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
დღეს, 19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან ერთად, იმართება რიგგარეშე არჩევნები რეგიონების ნაწილში, მათ შორის, ზუგდიდში, სადაც ქალაქის მერობისთვის სააკაშვილის ცოლი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც იბრძვის.
ოცნება ოპოზიციას დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს