ახალი ამბები

მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს

8 ნოემბერი, 2014 • • 1072
მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს

პრეზიდენტის განმარტებით, იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სხვა პარტიის მიმართ არ გამოხატავს მხარდაჭერას, რადგან მხარს უჭერს ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებას.

 

“არც ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომ გამომეხატა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სოლიდარობა და არც მანამდე ვყოფილვარ ყრილობებზე. რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე უნდა ვიარო და რომელიღაცაზე არ უნდა ვიარო. მე ზოგადად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას მივესალმები და გამრავალფეროვნებას და დასტაბილურებას პოლიტიკური ძალების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მივიდე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის არანაირი განზე გადგომა “თავისუფალი დემოკრატებისგან”.

 

დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში პარტია “თავისუფლი დემოკრატების” ყრილობა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტიც იყო მიწვეული, თუმცა იგი ყრილობაზე არ მივიდა.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი