ახალი ამბები

პრეზიდენტი: სამწუხაროა, რომ კოალიციაში დაპირისპირებამ ეფექტური მინისტრი დაგვაკარგვინა

8 ნოემბერი, 2014 • • 1188
პრეზიდენტი: სამწუხაროა, რომ კოალიციაში დაპირისპირებამ ეფექტური მინისტრი დაგვაკარგვინა

პრეზიდენტი თავს იკავებს პრემეირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ალასანიას მინისტრობიდან გადაყენების გადაწყვეტილების შეფასებისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ პრემიერს, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს, ჰქოდა უფლება გამომშვიდობებოდა მინისტრს, რომელიც მისი აზრით, იყო ეფექტური.

 

პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ალასნაი იყო ეფექუტრი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც აღნიშავდნენ და ალასანიას მიერ გატარებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპელი პარტნიორები მაღალ შეფასებას სწორედ გამჭვირვალობის საკითხში აძლევდნენ მის საქმიანობას.

 

“სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის ელიტაში, “ქართულ ოცნებაში” მოხდა ისეთი რიგის დაპირისპირება, რომელმაც დაგვაკარგინა ირაკლი ალასანია, როგორც მინისტრი. ვიმედოვნებ, რომ ამ დანაკლისს მთავრობა ეფექტურად შეავსებს და ეს დანაკლისი ქართული დემოკრატიისა და ქართული პოლიტიკური პლურალიზმისთვის იქნება შენაძენი”, – ამბობს პრეზიდენტი.

 

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან მანამდე წაუყენა ბრალი. 

 

ირაკლი ალასანია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან 4 ნოემბერს გადააყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგნენ სახელმწიფო მინისტრი ევროატრლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პარლამენტში კი “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიციის რიგები დატოვეს.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE
საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი