გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმა ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე უკვე მისცა. მისი თქმით, მხარი დაუჭირა ქალაქის განვითარებას თავისუფალ გარემოში.
ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე უკვე დაიწერა პირველი საჩივარი. საჩივრის ავტორი ორგანიზაცია “ქართული ორდენის” დამკვირვებელი ბესიკ ექსეულიძეა.
უბანზე არსებულ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდეს, რაც, მისი თქმით, კანონდარღვევაა, ვინაიდან ირღვევა საკონტროლო ფურცლების იდენტურობის ნაწილი. ის ყუთის ბათილობას ითხოვს.
82-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რაიმე სახის კანონდარღვევას გამორიცხავს. მისი თქმით, როგორც აუხსნეს, საკონტროლო ფურცელს ბეჭედი არ სჭირდება.
კითხვაზე, მაშინ რატომ დაარტყეს ბეჭედი ძირითად ყუთში მოსათავსებელ და ე.წ. შესადარებელ ფურცლებს, თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს “გაუგებრობა” იყო.