ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოწვევების წინაშეა

7 ნოემბერი, 2014 •
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოწვევების წინაშეა

“მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ იმის განცდაც კი, რომ სასამართლო სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის,”– განაცხადა მან.

 

ჯენ ფსაკის თქმით, ის გაეცნო პრემიერ–მინისტრის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეში შემაშფოთებელი არაფერია.

 

“ცხადია ფაქტი, რომ ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებისა და ამჟამინდელი ოპოზიციონერების წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. ამ შემთხვევაში ქმედებები უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე სიტყვები,“– განაცხადა ჯენ ფსაკიმ

ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არ შეაქვს ეჭვი საქართველო სწრაფვაში ევროატლანტიკური სივრცისკენ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები არსებობს.

 

შეკითხვაზე, გამოძიების არამართებულად გამოყენება ოპოზიციონერების მიმართ მხოლოდ ქვეყნის საშინაო საქმეა, თუ ქვეყნის საგარეო კურსზეც აისახება, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჯენ ფსაკიმ უპასუხა, რომ ეს უფრო საშინაო საქმეა:

“ეს უფრო ქვეყნის საშინაო საქმეა. ცხადია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული და გააგრძელოს წარმატებისკენ სვლა, ამისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტი კი სწორედ ქვეყნის მომავლისთვის ლიდერების თანამშრომლობაა,”–განაცხადა მან.

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან 4 ნოემბერს გადააყენა. ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობიდან იმავე დღეს გადადგა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე – მომდევნო დღეს. 

 

პრემიერის მიერ ალასანიას გადაყენებას წინ უძღვოდა პროკურატრურის მიერ 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის სახალმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დაკავება, მოგვიანებით კი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს კიდევ 6 მაღალჩინოსნისთვის ახალი ბრალის წაყენება

მასალების გადაბეჭდვის წესი