რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება პარლამენტში პოლიტიკური ძალების და საპარლამენტო უმრავლესობის კონფიგურაცია, დავით უსუფასვილი აცხადებს, რომ ამ საკითხს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავს:
“პარლამენტში არსებობდა დღემდე და არსებობს ფორმალური უმრავლესობა და არაფორმალური უმრავლესობა. არაფორმალური უმრავლესობა მნიშვნელოვნად აღემატება ფორმალურ უმრავლესობას. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გაირკვევა, ზუსტად ვინ და რა პერიოდში ტოვებს უმრავლესობას, ამ არითმეტიკულ საკითხებზე ჯობია მერე ვისაუბროთ” -ეს კომენტარი დავით უსუსფაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება პარლამენტში თანამდებობების გადანაწილების საკითხს, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომერეებმა თანამდებობებზე დარჩენის სურვილი გამოთქვეს:
“რაც შეეხება თანამდებობებს, აქ კომიტეტის თავმჯდომარეების და ვიცე-სპიკერის თემა ცოტა განსხვავებულია. ეს ყველაფერი გადაწყდება რეგლამენტის შესაბამისად და არა პოლიტიკური გაბრაზების გამო. ამას გვაჩვენებს პორცესი, როგორ წავა სიტუაცია და მოვლენები. ავტომატურად კომიტეტის თავმჯდომერეების გადაგომას ეს საკითხი არ იწვევს. მათ განაცხადაეს, რომ სურთ გააგრძელონ მუშაობა პოსტებზე. ასე რომ, ეს საკითხი არ მგონია აქტუალური იყოს უახლოეს პერიოდში პარლამენტში- კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილში.”
დავით უსუფაშბვილის განცხადებით, ის, რომ კოლიციურ მუშაობას გამოაკლდა საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები”, პარლამენტში გარკვეული გადაწყვეტილებეის მიღების შემაფერხებელი ფაქტორი იქნება:
“მაგრამ ამასობაში თავისუფალ დემოკრატებს არ გამოუცხადებიათ, რომ ისინი სახელმწიფოს ოპოზიაციაში წავიდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ საკითხებში მათი თანამონაწილეობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მე არ ვიცნობ იქ ისეთ ხალხს, რომ რომლებიც ახირების გამო იწყებენ ბრძოლას ვინმესთან კონკრეტულ საკითხებზე. დღემდეც ყოფილა, რომ უმრავლესობის შიგნით შემავალი პარტიები, პოლიტილკოსები და პარლამენტის წევრები განსხვავებულ პოზიციებზე ვართ ხოლმე. მე იმის თქმა მინდა, რომ კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ არც იმდენად კატასტროფული, რომ უმრავლესობა იქნება პარალიზებული და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ.”
უსუფაშვილის შეფასებით, ეს პარლამენტი ისედაც გამოირჩეოდა უკვე სერიოზული სიჭრელით უწინდელ პარლამენტებთან შედარებით:
“ეს ვის-ვის და მე კარგად მომეხსენება, თუ რის ფასად ჯდება თითოეული გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ კანონის, არამედ ნებისმიერი სხვა. ერთი პრობლემით მეტი დაგვემატა ყველას ერთად, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ, ეს არის პოლიტიკური ცხოვრება.”









