არ გვესმის, რას აკეთებს UK [ბრექსიტზე], მათ ადგილს სიამოვნებით დავიკავებდით – პრეზიდენტი

“ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის, თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი [ბრექსიტთან დაკავშირებით], ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით მათ მიერ დატოვებული ადგილის დაკავებით [ევროკავშირში]”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ევრონიუსთან ინტერვიუში.

“ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი პრობლემებია. ჩვენ ამ გამოწვევებთან უფრო ახლოს ვცხოვრობთ, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმეტესობა. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან და ევროპაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირისპირდებოდა, “ყოფილ რუს კანდიდატად” მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი აქვს. მისი თქმით, ამ კურსთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობა ერთიანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com