ახალი ამბები

სოცსააგენტოს რუსთავის ფილიალს ანძაზე მეხის დაცემის გამო ინტერნეტი არ მიეწოდება

13 მაისი, 2019 •
სოცსააგენტოს რუსთავის ფილიალს ანძაზე მეხის დაცემის გამო ინტერნეტი არ მიეწოდება

რუსთავში მდებარე სოციალური მომსახურების ფილიალს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება. ფეისბუკზე მომხმარებლები წერენ, რომ ამის გამო სააგენტო შეფერხებულად მუშაობს.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. მათი თქმით, კომპანია “მიკრონეტის” ანძას, რომლის სერვისითაც ფილიალი სარგებლობს, წვიმის დროს მეხი დაეცა. სამინისტრო კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ ინტერნეტი ფილიალს, რომელიც რუსთავსა და გარდაბანს ემსახურება,  დაახლოებით 1 საათში აღუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი