ახალი ამბები

ინგუშ აქტივისტს, რომელიც ბელარუსმა რუსეთს გადასცა, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

12 მაისი, 2019 •
ინგუშ აქტივისტს, რომელიც ბელარუსმა რუსეთს გადასცა, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ინგუშ აქტივისტსა და ბლოგერს, ისმაილ ნალგიევს, რომელიც ბელორუსმა რუსეთს გადასცა, ბრალი წაუყენეს, — იუწყება გამოცემა Кавказский узел.

მისი ადვოკატის თანახმად, ბრალდება — სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის მეორე ნაწილი — გულისხმობს „ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ძალადობას“. მუხლი მაქსიმუმ 10-წლიან პატიმრობას ითვალისიწნებს.

ნალგიევი ბელარუსმა 10 მაისს გადასცა რუსეთს იმის მიუხედავად, რომ იგი შიშობდა, პოლიტიკური აქტივობების გამო დევნა ელოდა. ნალგიევი მინსკის პოლიციის მიგრაციის განყოფილებამ 10 მაისს გაამგზავრა რუსეთში სასამართლო პროცესის გარეშე და ბელარუსში შესვლა 10 წლით აუკრძალა.

ნალგიევი 8 მაისს დააკავეს მინსკის აეროპორტში. იგი ჩეხეთში მიემგზავრებოდა.

ნალგიევი ინგუშეთში რამდენიმე კვირის წინ გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. 26-27 მარტს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში გაიმართა არაავტორიზებული დემონსტრაციები, რომლის მიმდინარეობისასაც ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი პირის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა მოითხოვეს.

[ნახეთ დეტალები: დაპირისპირება ინგუშეთში პოლიციასთან ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების საწინააღმდეგო აქციაზე]

დემონსტრაცია ძალისმიერად დაშალა პოლიციამ. 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს; სულ მცირე, 10 ადამიანს წაუყენეს ამ აქციების გამო ბრალი. ნაგლიევი აცხადებდა, რომ შესაძლოა, დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დაესაჯათ.

წყაროები: რადიო თავისუფლება, BBC-ის  რუსული ბიურო და Кавказский узел

ნახეთ ასევე:

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

მასალების გადაბეჭდვის წესი