ახალი ამბები

ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშო ტოკიოში გამარჯვებით გახსნა

12 მაისი, 2019 •
ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშო ტოკიოში გამარჯვებით გახსნა

12 მაისს ტოკიოში დაიწყო 2019 წლის მესამე ტურნირი სუმოში — ნაცუ (ზაფხულის) ბაშო.

პირველ დღეს ქართული წარმოშობის სუმოისტმა, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) დაამარცხა იაპონელი მოწინააღმდეგე ჩიოტაირიუ.

ტოჩინოშინმა მეტოქე იორიკირით დაამარცხა. იორიკირი არის ტექნიკა, რომლითაც სუმოისტი მეტოქეს დოჰიოს — ანუ სუმოს თიხის „რინგის“ — გარეთ უბიძგებს ხოლმე.

იმისთვის, რომ ოძეკის — ანუ ჩემპიონის — ტიტული დაიბრუნოს, ტოჩინოშინს 15-დან, ყველაზე ცოტა, 10 ბრძოლის მოგება სჭირდება. ახლა მას დასავლეთის სეკივაკის წოდება აქვს. სეკივაკეებს მესამე რანგის სუმოისტებს უწოდებენ. ოძეკები მეორე რანგის სუმოისტები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი