ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე ნაცუ ბაშოზე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა და ტურნირის მე-11 დღეს ბალანსი 9-2 აქვს.
მოგების შემთხვევაში ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულს დაიბრუნებდა, თუმცა ამის შანსი მას ხვალ მეისეისთან ექნება. წაგების მიუხედავად, ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ლიდერთა შორის რჩება.
წინა ტურნირზე ტოჩინოშინი ტრავმის გამო ნაადრევად დაემშვიდობა და ოძეკის ტიტული დაკარგა, რის გამოც ნაცუ ბაშოზე სეკივაკის სტატუსით ასპარეზობს.