ახალი ამბები

ტოჩინოშინის ქანდაკება რაგბის ბურთით ხელში

3 ივლისი, 2019 • 1957
ტოჩინოშინის ქანდაკება რაგბის ბურთით ხელში

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს.

ტურნირის ორგანიზატორებმა, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიაში სუმოისტები, მათ შორის ქართველი ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე ჩართეს.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე, ტოჩინოშინის ქანდაკებაც დაიდგა რაგბის ბურთით ხელში.

სუმოისტმა ლევან გორგოძემ, იმავე ტოჩინოშინმა, 2018 წელს იმპერატორის თასი მოიგო, რაც ამ სპორტის სახეობაში ძალიან დიდი მიღწევაა. ქართველმა სპორტსმენმა არაერთი ოძეკი და ცნობილი იაკუძუნები დაამარცხა.

თასის მოგების შემდეგ ლევანმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოძეკის წოდება დაკარგა და სეკივაკის რანგში ჩამოქვეითდა. თუმცა ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება 2019 წლის მაისში ნაცუ ბაშოზე დამაჯერებელი გამოსვლით დაიბრუნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი