12 მაისს , საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში კინოფესტივალ CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის, Civil Pitch-ის შერჩეულმა კანდიდატებმა თავიანთი პროექტები კინოინდუსტრიის პროფესიონალებს წარუდგინეს.
მათგან სამი წყვილი ფულად ჯილდოს მიიღებს, ღია საზოგადოების ფონდი ორ პროექტს დააჯილდოვებს: ერთს ფილმის წარმოებისთვის 3000 აშშ დოლარი გადაეცემა, მეორე პროექტი დაჯილდოვდება 500 აშშ დოლარის ოდენობის პრიზით ფილმის განვითარებისთვის, ხოლო მესამე პროექტს გადაეცემა 1000 აშშ დოლარი Current Time TV-სგან.
წლევანდელი კონკურსანტები არიან:
- „კერა“ – MAC Georgia და ნათია არაბული-ვეგერი
- „იდენტობა პროცესში“ – „ახალი ვექტორი“ და ნინო მემანიშვილი
- „ჩემი დაკარგული სხეული“ – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“ და ალექსანდრე კვატაშიძე
- „თინეიჯერის ცხოვრება თბილისში“ – საქართველოს გოგონა სკაუტები „დია“ და ომარ წოწორია
- „გზა მშვიდობისკენ“ – კავკასიური სახლი და თამარ კვაჭანტირაძე
- „ვიტალი“ – ჩართულობისა და განვითარების ცენტრი და ქეთი გიგაშვილი
- „Pb,82“ – „ღია სივრცე კავკასია/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მარიამ აგლაძე
- „დროის მანქანა“ – „ქსელი“ და თიკო ნადირაშვილი.
- „ლადო მასწავლებელი“ – კოალიცია „განათლება ყველასთვის“ და თომა ჩაგელიშვილი
- „ქალი საქართველოს სოფლიდან“ – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და თათია შაიშმელაშვილი
CineDoc Tbilisi-ს სტუმრებს წელს აქვთ საშუალება 2018 წლის Civil Pitch-ის გამარჯვებული ორი ქართული ფილმი (“გარაჟებზე” – რეჟისორები გიორგი ფარქოსაძე და მარიამ კობალაძე და „ტრანსფერი საქართველოში“ – რეჟისორები ნათია არაბული-ვეგერი და გიორგი გოგიშვილი) ნახონ.
Civil Pitch 2019-ის ჟიურის წევრები არიან: Kenan Aliyev – Current Time TV, Zane Balcus – Baltic Sea Docs, Mariam Chachia – Opyo Doc, Melanie de Vocht – Project Manager IDFA Bertha Fund, Maja Lindquist – Doc Lounge Nino Orjonikidze – Artefact Production Brigid O’Shea – Doc Industry, Melik Karapetyan – Golden Apricot PRO, Tue Steen Muller – Critic, Diana Maglakelidze – Georgian Film Academy, Sergei Trofimov – Current Time TV, Csilla Kato – Astra Film Festival, Petra Seliskar – Director, Ondrej Kamenitsky, Filip Remunda, Manana Suradze) CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.ჟიურის წევრები