რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყინულის ჰოკეის თამაშისას მინომუმ 8 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ყინულზე დაეცა. ვიდეო მსოფლიო მედიაში ვრცელდება.
პუტინმა ყინულის ჰოკეი სოჭში, ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილ წევრებთან ერთად ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებზე მყოფ მაყურებელს ხელს უქნევდა, რა დროსაც დაეცა.
“გარდიანის” ცნობით, მოწინააღმდეგე გუნდში ცნობილი, მაღალი პროფილის მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა პრეზიდენტის გუნდისათვის მათ დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.