ახალი ამბები

მზად ვარ, ზელენსკის მოსკოვში შევხვდე – პუტინი

23 აპრილი, 2021 • 846
მზად ვარ, ზელენსკის მოსკოვში შევხვდე – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზადაა, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმერ ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს და განიხილოს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების საკითხი.

“თუ ვსაუბრობთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მაშინ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ უკრაინელი პრეზიდენტი მოსკოვში ნებისმიერ დროს, როდესაც ეს მისთვის იქნება ხელსაყრელი”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 22 მარტს ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ზელენკსის მიერ გაკეთებული შეთავაზების შესახებ საუბრისას, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა პრეზიდენტმა პუტინს შეხვედრა დონბასის ნებისმიერ წერტილში შესთავაზა.

გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დასრულდა. ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც, რუსი სამხედროები საკუთარი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.

რუსული ძალების მობილიზება უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში დაიწყო მარტში, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის შემდეგ.

უკრაინის აღმოსავლეთში ერთმანეთს უპირისპირდებიან უკრაინის თავდაცვის ძალები და დე ფაქტო ლუგანსკისა და დონეცკის მებრძოლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი