კომენტარი

პუტინი ემუქრება ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ ცის ჩაკეტვას უკრაინის თავზე 

5 მარტი, 2022 • 4151
პუტინი ემუქრება ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ ცის ჩაკეტვას უკრაინის თავზე 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუკი რომელიმე ქვეყანა მხარს დაუჭერს ცის ჩაკეტვას უკრაინის თავზე, ეს იქნება “იმის დასტური, რომ ეს ქვეყანა შეუერთდა უკრაინის ომს”. 

პუტინის თქმით, იმავე მომენტიდან რუსეთი მათ განიხილავს როგორც კონფლიქტის მონაწილეებს და სათანადო პასუხს გასცემს. 

ეს განცხადება პუტინმა დღეს, 5 მარტს გააკეთა ქალ მფრინავებთან შეხვედრაზე.

მან ასევე ტქვა, რომ აქვთ ინფორმაცია “მარადიორების” შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპიდან ჩავიდნენ უკრაინაში.

პუტინის თქმით, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს.


რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.


აშშ-ის მოქალაქეთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს, ერთი მხრივ, არასაფრენი ზონების დაწესებას უკრაინაში, მეორე მხრივ კი ფიქრობს, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ყიდვა რუსეთისგან. აღნიშნულ განწყობებს ასახავს კვლევა, რომელიც სააგენტო Reuters-მა და კომპანია Ipsos-მა მიმდინარე კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს ჩაატარეს.

„ასეთი ნატო გვინდოდა? საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს სისხლს“ — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი